საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მოსკოვური ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ორი მედალი მოიპოვა. გენადი ჩირგაძეს (52 კგ) და ლევან ნახუცრიშვილს (68 კგ) ჩემპიონობამდე თითო გამარჯვებაღა დააკლდათ - ორივე ვერცხლს დასჯერდა.
ევროპირველობის მიმომხილველმა ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მხოლოდ ფინალური ბლოკის შეხვედრათა განრიგი და შედეგები გამოაქვეყნა და შესაბამისად, მარტო პრიზიორი ქართველების დასკვნითი ბრძოლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ჩირგაძე ფინალში რუს ალბერტ მონგუშთან დამარცხდა, ხოლო ნახუცრიშვილი - ბელარუს ალექსანდრ კოკშასთან.
დღესვე რუსულ ხალიჩაზე დავით კარბელაშვილი (90 კგ) და ქალთა ნაკრების წევრი ნინო ოძელაშვილიც (72 კგ) გავიდნენ, მაგრამ ორივე სამეულს მიღმა დარჩა.
19 მაისს საქმეში უშანგი კუზანაშვილი (57 კგ), ბექა ბერულავა (74 კგ) და მირიან პავლიაშვილი (100 კგ), შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) ჩაერთვებიან. ევროპირველობის დასკვნით დღეს კი – დავით ასუმბანი (62 კგ), გიორგი ბაინდურაშვილი (82 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) იჭიდავებენ.
სამბო
ევროპის ჩემპიონატი
მოსკოვი
18 მაისი
კაცები
52 კგ
1 ალბერტ მონგუში (რუსეთი)
2 გენადი ჩირგაძე (საქართველო)
3 ჯამბულატ ახმადოვი (ბელარუსი)
3 ტიგრან კირაკოსიანი (სომხეთი)
68 კგ
1 ალექსანდრ კოკშა (ბელარუსი)
2 ლევან ნახუცრიშვილი (საქართველო)
3 მარტინ ივანოვი (ბულგარეთი)
3 ტიგრან კაზარიანი (უკრაინა)
90 კგ
1 არსენ ხანჯიანი (რუსეთი)
2 ანდრეი კაზუსიონოკი (ბელარუსი)
3 ვალენტინ ჟიურდენი (საფრანგეთი)
3 ივან ვასილჩუკი (უკრაინა)
ოთარ მაღლაკელიძე