ჭიდაობა

21:32 | 19.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა ევროპა დაიპყრეს

ქართველმა სამბისტებმა მორიგი წარმატება იზეიმეს. პრაღაში ჩატარებულ ასაკობრივ ევროპირველობაზე, საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა სულ 15 მედალი მოიპოვეს.
ყველაზე ხვავრიელად ახალგაზრდა ვაჟებმა იჭიდავეს. მათ სამივე სინჯის სამ-სამი მედალი მოაგროვეს. ევროპის ჩემპიონები ლევან ბერბერაშვილი (48 კგ), ზვიად კაპანაძე (68 კგ) და მიხეილ ნარიმანიძე (100 კგ) გახდნენ. გივი ნადარეიშვილს (52 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილსა (57 კგ) და გიორგი პაპუნაშვილს (74 კგ) უმაღლეს ჯილდომდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. ხოლო ლაშა ზურაბიანი (82 კგ), გიორგი ნოზაძე (90 კგ) და სლავა რეზესიძე (+100 კგ) მესამე ადგილზე გავიდნენ. ახალგაზრდული ნაკრებიდან სამეულს მიღმა მხოლოდ ივანე გოგიაშვილი (62 კგ) დარჩა.
ჭაბუკებმა ევროპირველობა 1 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბექა ტუღუში (65 კგ) ავიდა, მესამე ადგილები კი ვარლამ შალიკაშვილმა (52 კგ), თორნიკე მუზაშვილმა (56 კგ), მიხეილ მეზურნიშვილმა (70 კგ) და ალექსანდრე მილდიანმა (87 კგ) დაიკავეს.
და ბოლოს უმთავრესი სიურპრიზი – პრაღაში კვარცხლბეკზე ქართველი გოგონაც ავიდა, თან უმაღლეს საფეხურზე. 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შორენა შარაძემ სამი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

0.122246