ჭიდაობა

13:40 | 12.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტები ევრომედლებისთვის მინსკში იბრძოლებენ

14-15 მაისს მინსკი სამბისტთა ევროპირველობას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ბელარუსში 2 კვირის წინ, დასკვნითი შეკრების გასავლელად ჩავიდა. ოლეგ იაძემ შემადგენლობა ძირითადად ძველი ლიდერებით დააკომპლექტა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე კი ნაკრებში ნესტორ ხერგიანის გამოჩენაა. უხვტიტულა ძიუდოისტმა სწორედ იმ სახეობაში დაბრუნება გადაწყვიტა, საიდანაც ჭიდაობა დაიწყო. სამბისტთა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მინდია ბოდაველმა (90 კგ) კი პირიქით, ძიუდოში მეტად გააქტიურება დაისახა მიზნად და ამჯერად მისი ადგილი ნაკრებში დავით კარბელაშვილმა დაიკავა.
 

ევროპის ჩემპიონატზე ოლეგ იაძის გუნდი ასეთი შემადგენლობით გამოვა:   
52 კგ - უშანგი კუზანაშვილი
57 კგ – ავთანდილ ცინცაძე
62 კგ – ნესტორ ხერგიანი
68 კგ – ლევან ნახუცრიშვილი
74 კგ – კახა მამულაშვილი
82 კგ – ნიკოლოზ კუცია
90 კგ – დავით კარბელაშვილი
100 კგ – მირიან პავლიაშვილი
+100 კგ – ვახტანგ ზოიძე

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.117543