ინგლისური “ვესტ ბრომვიჩი” ბერძენი ფორვარდით – გეორგიოს სამარასით გაძლიერდა. ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 29 წლის ბერძენმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გლაზგოს “სელტიკის” ყოფილი ფორვარდი “ვესტ ბრომვიჩმა” ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდო. ბერძენს შოტლანდიაში გატარებული 6 სეზონის შემდეგ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.
შოტლანდიის პრემიერლიგის გასულ სეზონში, სამარასმა 33 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი მიითვალა.