ფეხბურთი

16:06 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძემ “ინტერთან” 2-წლიანი დადო

ლაშა სალუქვაძემ ბაქოს “ინტერთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ქართველმა მცველმა აზერბაიჯანულ კლუბს ერთი კვირი წინ მიაშურა, მაგრამ ცნობილი არ იყო, “ინტერს” თავისი მომავალი რამდენი ხნით დაუკავშირა. თუმცა, ინტერნეტგამოცემა apasport.az-ი იუწყება, რომ 32 წლის ფეხბურთელმა ბაქოელებთან ხელშეკრულება 2 წლით დადო.

“ინტერის” კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა - ალექსანდრე იაშვილმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.


0.116128