ფეხბურთი

15:39 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძე ტრავმირებულია

ბაქოს “ინტერის” ახალწვეული ლაშა სალუქვაძე ტრავმირებულია. ამის შესახებ ბაქიოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ აზერბაიჯანულ ინტერნეტგამოცემა 1news.az_თან საუბარში განაცხადა.

“სალუქვაძე ტრავმირებულია. სამწუხაროდ, მან ტრავმა პირველივე ვარჯიშზე მიიღო”, – თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე “ინტერში” ივნისის ბოლოს გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, ტრავმის გამო, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ “მარიეჰამნის” წინააღმდეგ ვერ ითამაშა.


0.118506