ფეხბურთი

17:48 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძე და იაშვილი ტურის სიმბოლურში

ბაქოს “ინტერის” მცველი ლაშა სალუქვაძე და თავდამსხმელი ალექსანდრე იაშვილი აზერბაიჯანის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ვერსიით 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

განვლილ ტურში, “ინტერმა” “რევანი” 3:0 დაამარცხა და სალუქვაძემ 90 წუთი დაცვაში საიმედოდ ითამაშა. იაშვილმა შეცვლამდე მოედანზე 86 წუთი გაატარა და 66-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.

32 წლის სალუქვაძემ მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 36 წლის იაშვილმა 27 მატჩი ითამაშა და მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო.

0.123238