ჭადრაკი

21:49 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალომე მელია გალიდერდა

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქალთა ქვეყნის 70-ე ეროვნულ ჩემპიონატზე მე-2 ტურის პარტიები გათამაშდა.

ასპარეზობის ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სალომე მელიამ, ამჯერად ინგა ხურცილავას მოუგო, ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერია. დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ნინო ბაციაშვილი – სოფიკო გურამიშვილი 0:1, მერი არაბიძე – ნინო ხურციძე 0,5:0,5, ანა კუჭავა – ლიკა კობეშავიძე 1:0, მაია ლომინეიშვილი – მაკა ფურცელაძე 0,5:0,5, სოფიო გვეტაძე – სოფიკო ხუხაშვილი 0:1. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ფურცელაძე, ხურციძე და ხუხაშვილი ჩამორჩებიან.

მე-3 ტურის შეხვედრათა განრიგი: ხუხაშვილი – ბაციაშვილი, ფურცელაძე – გვეტაძე, კობეშავიძე – ლომინეიშვილი, ხურცილავა – კუჭავა, ხურციძე – მელია, გურამიშვილი – არაბიძე.

 

 

0.121096