ქართველ მოჭადრაკე სალომე მელიას უაღრესად წარმატებული პერიოდი უდგას. მან ფაქტობრივად ყველა იმ ტურნირზე მოახერხა თავის გამოჩენა, რომელშიც კი მონაწილეობა მიიღო. მელიასთვის ყველაზე დიდი წარმატების მომტანი ევროპის ქალთა პირადი ჩემპიონატი აღმოჩნდა, სადაც ქართველმა ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა. სალომესთან ინტერვიუ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
- წლევანდელი წელი შენთვის განსაკუთრებით წარმატებულია...
- დიახ, წელი ჩემთვის წარმატებულად დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ტურნირში კარგად ვიასპარეზე და რეიტინგი და პირადი შედეგებიც საკმაოდ გავიუმჯობესე. წლის დასაწყისში გიბრალტარში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ვაჟთა ღია ტურნირში ვიასპარეზე და 16 სარეიტინგო ქულაც მოვიმატე.
შემდეგი წარმატება – ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ვაკანტურ ადგილზე გამართულ მატჩ-ტურნირიდან გუნდში დამკვიდრება გახლდათ.
მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა, რეიტინგში 5 ქულის მატებასთან ერთად, პირად დაფაზე ვერცხლის მედალიც მოვიპოვე.
მართალია, საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე მხოლოდ პროგრამა მინიმუმი შევასრულე და მესამე ადგილი დავიკავე, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ქალთა პირველობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ეროვნული ჩემპიონატია, ბრინჯაოს მედალი ურიგო მონაგარი არ არის.
და ბოლოს, ევროპის ქალთა პირად ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედალი განსაკუთრებულია ჩემს საჭადრაკო კარიერაში.
- ევროპის პირველობას წინ თურქეთის საკლუბო ჩემპიონატი უძღვოდა, სადაც საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე ასპარეზობდა შენს გარდა...
- სიმართლე გითხრათ,
თურქეთის ლიგაზე ორი მიზეზის გამო არ წავედი: პირველი ის, რომ ბავშვს მეორე ოპერაცია გავუკეთეთ და მიუხედავად იმისა, რომ ის ბერლინში მამამ წაიყვანა, ჩემი ჩასვლა ყოველ წუთს შეიძლება საჭირო გამხდარიყო. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატის წინ მწვრთნელთან მუშაობა მქონდა დაგეგმილი, რომელიც ინდივიდუალურად მოვიწვიე და აგრეთვე კონსულტაციებს ჩემპიონატის დროსაც მიწევდა.
მიხარია, რომ ჩემი ოჯახის ხელშეწყობამ, მწვრთნელებთან ერთობლივმა შრომამ და ყველა იმ ადამიანის დახმარებამ ვინც ამ ყველაფერში ფინანსურად დამეხმარა, გაამართლა და ჩემს პირად წარმატებასთან ერთად, ქართული ჭადრაკის უახლეს ისტორიაში ჩემი წვლილი შევიტანე.
- რას ელოდი ევროპის ჩემპიონატისგან?
- პროგრამა მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება მქონდა დასახული, მაგრამ ვიცოდი, რომ პროგრამა მაქმსიმუმის დასახვის გარეშე ამასაც კი ვერ მივაღწევდი. ამიტომ რაოდენ ხმამაღალ განცხადებად არ უნდა ჩამითვალოთ, მედლის მოპოვება ჩემს მიერ დასახულ გეგმებში შედიოდა.
ტურნირი თავიდანვე გამარჯვებებით დავიწყე. სადებიუტო მომზადების ხარჯზე მიღწეული თავდაჯერებულობა ბოლომდე პოზიციების შენარჩუნებაში და მედლის მოპოვებაში ძალიან დამეხმარა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, ვისთანაც
- როდის იგრძენი, რომ მედლისთვის ბრძოლა შეგეძლო?
- ანტუანეტა სტეფანოვასთან გამარჯვების შემდეგ ვიგრძენი, რომ შრომასთან ერთად სპორტული იღბალიც ჩემს მხარეს იყო და პროგრამა მაქსიმუმის განხორციელება შემეძლო. ნანა ძაგნიძესთან გამარჯვების შემდეგ კი, მხოლოდ მონაპოვრის შენარჩუნება მევალებოდა.
- აქამდე, ევროპაზე შენი საუკეთესო შედეგი რა იყო?
- ევროპის ჩემპიონატზე
არ შემიძლია არ ავღნიშნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წვლილი ჩემს წარმატებაში. ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა, როგორც ყოველთვის, 3 სპორტსმენი დაგვაფინანსა – მე, ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე. ტურნირს წინ კი, მე და ნინო, ბათუმის საკრებულოსთან არსებულმა საჭადრაკო კლუბმა, ჩვენს მიერ მითითებულ მწვრთნელებთან მოგვამზადა.
- ჩემპიონატში ვაჟთა დიდოსტატის მეორე ბალიც შეასრულე. სამწუხაროდ, ევროპირველობამდე სულ 1 თვით ადრე შეიცვალა წესი, რომლის მიხედვითაც კონტინენტის ჩემპიონატზე შესრულებული ერთი ნორმა ორ ნორმას უდრიდა...
- დიახ, ჰოანგთან მე-9 ტურში ყაიმის შემდეგ 9-დან 7 ქულით მამაკაცთა დიდოსტატის მეორე ნორმა შევასრულე, ხოლო, პირველი 2011
- ევროპის პირველობის მსვლელობისას ვინ გეხმარებოდა?
- ევროპის ჩემპიონატის დროს უცხოელი მწვრთნელი მეხმარებოდა. ჩემპიონატამდე ერთობლივი მუშაობის დროს, მან ჩემი საჭადრაკო სტილი კარგად შეისწავლა და მოწინააღმდეგის თამაშის სტილის მიხედვით, ყოველდღიურად გამზადებულ ვარიანტებთან ერთად, მნიშვნელოვან რჩევებს მაძლევდა. მან, შედეგის მიღწევამდე დაინახა და ობიექტურად შეაფასა ჩემში საჭადრაკო შესაძლებლობები და თავდაჯერებულობა შემმატა, პლიუს საკუთარი თავისადმი რწმენა.
- მომავლის გეგმები როგორია?
- ამჟამად, ნაკრებთან ერთად ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის ვემზადები. როგორც აღვნიშნე, დეკემბერში მეორე ბავშვს ველოდები, ამიტომ რამდენად შევძლებ ტურნირზე გამგზავრებას, ამაზე საუბარი ნაადრევია. სამომავლოდ კი, იანვრიდან ტურნირებში ისევ აქტიურად ჩავებმები.