ფეხბურთი

12:16 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა “ჩელსისთან” კონტრაქტი 5,5 წლით გააფორმა

ლონდონის “ჩელსისა” და შვეიცარიულ “ბაზელს” შორის შემტევ მოჰამედ სალაჰის ტრასფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულდა.

ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელმა “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 5,5 წლით გააფორმა. ფეხბურთელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი საყვარელი პოზიციებია ნახევარდაცვის ფლანგები და თავდამსხმელების უკან თამაში.

“მოხარული ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბში გადავედი. ვიმედოვნებ, “ჩელსის” გულშემატკივრებს სიხარულს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოვუტან” - განაცხადა მოჰამედმა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” სალაჰის შეძენა 11 მილიონი გირვანქა დაუჯდა.

 

 

0.122589