ჭადრაკი

16:06 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

საკლუბო ჩემპიონატზე ლიდერი შეიცვალა

ურეკში მიმდინარე საქართველოს საკლუბო პირველობაზე ლიდერი შეიცვალა. მეოთხე ტურში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “თბილისი” ქუთაისის გუნდმა მინიმალური ანგარიშით (3:2) დაამარცხა და მეწინავეობაც დააკარგვინა.

იმერელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი ნოე თუთისანს (2259) და ზურაბ ჯავახაძეს (2423) ეკუთვნით, რომელთაც, შესაბამისად, ნინო ხომერიკს (2158) და კოკა შანავას (2550) სძლიეს.

ერთნაირი ანგარიშით – 4:1 მოიგეს მატჩები დანარჩენმა ფავორიტმა: “სამეგრელომ” – “ნონასთან”, “გორმა” – “კახეთთან” და “რუსთავმა” – “გურიასთან”.

ოთხი ტურის შემდეგ ასპარეზობას 7-7 ქულით “კახეთი” (პარტიების მიხედვით, 14.5 ქულა) და “ნონა” (14 ქულა) ლიდერობენ. შემდეგ გუნდები ასე არიან გადანაწილებულნი: 3. “თბილისი” – 6 (16.0); 4. “ქუთაისი” – 6 (13.0); 5. “რუსთავი” – 5 (11.5); 6. გორი – 1 (4.5); 7. სამეგრელო – 0 (4); 8. გურია - 0 (2.5);

მომდევნო ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის რეიტინგ-ფავორიტები “თბილისი” და “რუსთავი” დაუპირისპირდებიან. ასევე ითამაშებენ “კახეთი” – “ქუთაისი”, “ნონა” – “გორი”, “გურია” – “სამეგრელო”.

და ბოლოს. გასული ტურის უმთავრესი სენსაციის ავტორი ვასილ დოთაშვილი (1800) გახდა. გორელმა მოზარდმა ბელა ხოტენაშვილი (2507) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებს  შორის 707 (!) ქულიანი სარეიტინგო სხვაობა იყო.

0.120737