გაიმართა კალათბურთში ვაჟთა შორის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა, რომელსაც 30 აგვისტოდან ესპანეთი უმასპინძლებს. ასპარეზობის მონაწილე 24 გუნდი 4 ექვსგუნდა ჯგუფში გადანაწილდა.
A ჯგუფი
ესპანეთი, სერბეთი, საფრანგეთი, ბრაზილია, ეგვიპტე, ირანი
B ჯგუფი
საბერძნეთი, არგენტინა, პუერტო რიკო, ხორვატია, სენეგალი, ფილიპინები
C ჯგუფი
აშშ, თურქეთი, ფინეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია, დომინიკის რესპუბლიკა
D ჯგუფი
ლიტვა, სლოვენია, ავსტრალია, ანგოლა, მექსიკა, სამხრეთ კორეა
თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4 საუკეთესო გუნდი გადის. A ჯგუფის მატჩებს ქალაქი გრანადა, “B”-ს სევილია, “C”-ს ბილბაო, ხოლო D ჯგუფს გრან კანარია უმასპინძლებს.