მიმდინარე საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდა, რომელიც 4 აპრილს “რუსთავი”-“მაკაბისა” და “ქუთაისი-2010”-“არმიას” მატჩებით განახლდება.
ორკვირიანი შესვენების მიზეზი 2014 წლის საქართველოს თასის გათამაშების ფინალი გახდა, რომელიც 29 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. ფინალში ერთმანეთს “სოხუმი” და “ქუთაისი-2010” დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს საქართველოს თასი ჯერ არასოდეს მოუგიათ.