ჭადრაკი

15:06 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

საგზურებისთვის ბრძოლა დაიწყო

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს უმაღლესი ლიგის 4 საგზურისთვის ბრძოლაში 40 მოჭადრაკე ჩაება. მონაწილეები ერთმანეთს 23 დეკემბრამდე შვეიცარული სისტემით 9 ტურად შეეჯიბრებიან.

ტურნირში 11 საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკე ასპარეზობს, საუკეთესო რეიტინგები კი გიგა ყუფარაძეს (2515), დავით ბენიძეს (2510), ნინო ხურციძეს (2452), ზურაბ ჯავახაძეს (2451) და ირაკლი ბერაძეს (2379) გააჩნიათ.

ცნობისთვის, პირველ ტურში აღნშნულმა მოჭადრაკეებმა, ისევე როგორც მოწინავე ათეულის სხვა წევრებმა გამარჯვებები იზეიმეს.

მე-2 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: დავით ლომსაძე (2345)-ყუფარაძე, ბენიძე-ბაჩანა მორჩიაშვილი (2337), სოფიო გვეტაძე (2319)-ხურციძე, ჯავახაძე-თამაზ მგელაძე (2213).

0.126888