საფრანგეთის ლიგა ერთში, წლის ბოლო დღეს, სამივე თამაში ერთნაირი ანგარიშით დასრულდა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „პარი სენ ჟერმენი“ „ლილს“ მასპინძლობდა. პარიზელები ჯერ იგებდნენ და შემდეგ აგებდნენ, მაგრამ თამაში მაინც ფრედ დასრულდა. 36-ე წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ ჯარიმის შესრულებას რიკოშეტი და ანგარიშის გახსნა მოჰყვა. 44-ე და 53-ე წუთებზე, მასპინძელთა კარი მავუბამ და კალუმ აიღეს, რის შედეგადაც, წინ უკვე „ლილი“ გავიდა. პსჟ-ს ქულა ბაზამ მოუტანა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
დღის დანარჩენი 2 შეხვედრა ერთნაირი სცენარით განვითარდა. „ბორდო“ მარსელში დაწინაურდა ორბურთიანი სხვაობით, ხოლო „ლიონი“ - ლორიანში, მაგრამ მასპინძელმა გუნდებმა ანგარიშის გათანაბრება და თითო ქულის მოპოვება მოახერხეს.
ცალკე აღვნიშნავთ „ლორიანისა“ და „ლიონის“ შეხვედრას, სადაც ერთმანეთს მამა-შვილი დაუპირისპირდა. სტუმართა ნახევარმცველმა, იოან გურკუფმა, მატჩის პირველი გოლის დროს, თავი ძალიან ეფექტური გადაცემით გამოიჩინა, მაგრამ მისი მამის, კრისტიან გურკუფის მიერ გაწვრთნილი გუნდის დასამარცხებლად ეს საკმარისი არ გამოდგა.
მარსელი-ბორდო 2:2 (0:1)
მარსელი, “ველოდრომი” 38720
მარსელი (4-1-2-3): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, დიავარა, მენდი, რომაო, ლემინა (ჯ. აიუ 69), იმბულა (შეირუ 84), ტოვინი, ჟინიაკი, პაიე (კალიფა 59).
მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, ენრიკე, პლანუსი, პუნჯე, სევე, სანე, ნ’გემო (სავიჩი 81), ობრანიაკი, მორის-ბელე, ჟუსიე (ფობერი 46).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლები: 0:1 ჟუსიე (34), 0:2 მორის-ბელე (66), 1:2 რომაო (73), 2:2 ჟინიაკი (74).
გაფრთხილებები: დიავარა 55, კალიფა 62 - სანე 40.
მსაჯი: ბენუა ბასტიენი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 17 (12)-8 (2), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-7, სეივი: 0-10, ჯარიმა: 13-7.
ლორიანი-ლიონი 2:2 (0:1)
ლორიანი, “მუსტუა” 16111
ლორიანი (4-4-2): რეინე, გასამა, ეკუელ ბანგა, ლოტოა, გერეირო, მონე-პაკე (დიალო 68), ბურილონი, დუკურე (ტრაორე 59), ბართელმი (სუნუ 81), აბუბაკარი, ალიადიერი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
ლიონი (4-1-3-2): ა. ლოპეში, მ. ლოპეში (ფერი 78), ბისევაცი, უმტიტი, ბედიმო, გონალონი, ფოფანა, გურკუფი, გრენიე (მალბრანკი 88), ლაკაზეტი, გომისი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
გოლები: 0:1 გრენიე (21), 0:2 გომისი (49), 1:2 აბუბაკარი (59), 2:2 ტრაორე (90+3).
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 8 (4)-6 (3), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-2, ჯარიმა: 11-10.
პსჟ-ლილი 2:2 (1:1)
პარიზი, “პარკ დე პრენსი” 45844
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი (პასტორე 66), სილვა, დინე (რაბიო 75), მოტა, ვერატი, მატუიდი, ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (მენეზი 75).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
ლილი (4-1-3-2): ენიეამა, ბერია (სიდიბე 53), როზენალი, ბაზა, სუარე, მავუბა, ბალმონი, მარტინი (როდელინი 67), გუეიე, კალუ, რუ (ორიჟი 81).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (36), 1:1 მავუბა (44), 1:2 კალუ (53, პენ), 2:2 ბაზა (72, ს.კ.).
გაფრთხილებები: იბრაჰიმოვიჩი 40, დინე 50, მატუიდი 61, მოტა 65 - მავუბა 40, ბალმონი 59, რუ 64, გუეიე 74.
მსაჯი: ფრედი ფოტრელი.
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 16 (6)-6 (5), კუთხური: 11-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 11-17.