ფეხბურთი

23:13 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია

ცნობილი გახდა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, ვინც საფრანგეთის ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

მეკარეები: უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), სტივ მანდანდა (“მარსელი”), მიკაელ ლანდრო (“ბასტია”);

მცველები: პატრის ევრა (“მანჩესტერი”, ინგლისი), ლუკას დინე (პსჟ), მატიე დებიუში (“ნიუკასლი”, ინგლისი), ბაკარი სანია, ლორან კოსელნი (ორივე “არსენალი”, ინგლისი), რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი), ელიაკიმ მანგალა (“პორტუ”, პორტუგალია), მამადუ საკო (“ლივერპული”, ინგლისი);

ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი, იოან კაბაიე (ორივე პსჟ), კლემენ გრენიე (“ლიონი”), რიო მავუბა (“ლილი”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, იტალია), მატიე ვალბუენა (“მარსელი”), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”, ინგლისი), ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”, გერმანია);

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (“რეალი”, ესპანეთი), ლოიკ რემი (“ნიუკასლი”, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (“სოსიედადი”, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი).

რეზერვში მოხვდნენ რემი კაბელია (“მონპელიე”), მაქსიმ გონალონი (“ლიონი”), ალექსანდრ ლაკაზეტი (“ლიონი”), სტეფან რუფიე (“სენტ ეტიენი”), ლოიკ პერენი (“სენტ ეტიენი”) და ბენუა ტრემულინასი (“სენტ ეტიენი”).

0.124403