საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების გზა პირველად ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გადაიკვეთა.
გერმანელი სპეციალისტის კლაუს ტოპმიოლერის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული გუნდი, ჯგუფში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონ იტალიასთან, ვიცეჩემპიონ საფრანგეთთან, 1/4-ფინალისტ უკრაინასთან, შოტლანდიასთან და ფარერებთან ერთად მოხვდა.
ქართველებმა შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში სტუმრად ფარერები 6:0 დაამარცხეს და ჯგუფში მეორე შეხვედრა, ახლადგარემონტებულ “ბორის პაიჭაძეზე”, სრული ანშლაგის პირობებში, ფრანგებთან ჩაატარეს.
სამწუხაროდ, მაშინ ტოპმიოლერის შეგირდებმა ფრანგებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 0:3 წააგეს.
საქართველო-საფრანგეთი 0:3 (0:2)
2 სექტემბერი. თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 53000 მაყურებელი.
საქართველო: ჭანტურია, ალადაშვილი (კანდელაკი, 39), ხიზანიშვილი, ასათიანი, გოგუა, კობიაშვილი (კ), კანკავა, დავით მუჯირი (მენთეშაშვილი, 82), ალექსანდრე იაშვილი (კვირკველია, 46), შოთა არველაძე, დემეტრაძე.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
საფრანგეთი: კუპე, სანიოლი, ტურამი, გალასი, აბიდალი, ვიეირა, მაკელელ (მავუბა, 58), რიბერი (გოვუ, 69), მალუდა, საა (ვილტორი, 86), ანრი.
მთავარი მწვრთნელი: რაიმონ დომენეკი
გოლები: 0:1 მალუდა (7), 0:2 საა (16), 0:3 ასათიანი (47, საკ.კარში).
გაფრთხილება: კობიაშვილი (11), კანკავა (45), გოგუა (52), დემეტრაძე (81).
მთავარი მსაჯი: იან ვეგერეეფი (ჰოლანდია).
2008 წლის ევროპირველობის შესარჩევ ციკლში, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთსა მეორედ 2007 წლის ზაფხულში ოსერში შეხვდნენ. “სამფეროვანთა” დიდი უპირატესობის მიუხედავად, მათ “აბე დეშამზე” ქართველების კარში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს.
საფრანგეთი – საქართველო 1:0 (1:0)
6 ივნისი. ოსერი. “აბე დეშამი”. 23467 მაყურებელი.
საფრანგეთი: ლანდრო, კლერკი, ტურამი, გალასი, აბიდალი, მაკელელე, ტულალანი, მალუდა (სისე, 65), ნასრი, რიბერი (გოვუ, 90+4), ანელკა (ბენზემა, 90+3).
მთავარი მწვრთნელი: რაიმონ დომენეკი
საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე (კ), სალუქვაძე (დავით მუჯირი, 12), ღვინიანიძე, კანკავა (შაშიაშვილი, 89), კვირკველია, ელიავა (მარცვალაძე, 62), ბურდული, ალექსანდრე იაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
გოლი: ნასრი (33)
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (25), კანკავა (53).
მთავარი მსაჯი: ლუსილიო კარდოსო კორტეს ბაპტიშტა.
22 მარტს, მსოფლიოს პარიზის გარეუბან სენ-დენიში, “სტად დე ფრანსზე” საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები, არსებობის ისტორიაში მესამედ შეხვდებიან. თამაში თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება და მას პირდაპირი ეთერით “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” გადასცემს. მატჩის მთავარი არბიტრი ხორვატი ივან ბებეკი იქნება.
I ჯგუფი
1 | ესპანეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 6:1 | 7 |
2 | საფრანგეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 5:2 | 7 |
3 | საქართველო | 4 | 1 | 1 | 2 | 2:4 | 4 |
4 | ბელარუსი | 4 | 1 | 0 | 3 | 3:8 | 3 |
5 | ფინეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:2 | 1 |