კალათბურთში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც ესპანეთი უმასპინძლებს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, უკანახაზელი ტონი პარკერის გარეშე ითამაშებს.
ეს ფაქტი იმის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კოლემ გუნდის გაფართოებული 24-კაციანი სია გამოაქვეყნა და მოულოდნელად მათ შორის პარკერი არ აღმოჩნდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რატომ აღმოჩნდა პარკერი ნაკრებს მიღმა.