მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრები გახდა, რომელსაც დასვენებისთვის მეტოქეზე გაცილებით ნაკლები დრო ჰქონდა, თუმცა, ლიტველებს 95:93 სძლია.
საინტერესოა, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ, ბალტიისპირელები 7 ქულით იგებდნენ, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ბოლოსკენ არც ფოლების ტაქტიკამ გაამართლა და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.
ფრანგთა რიგებში კვლავაც შეუდარებელი იყო ნიკოლა ბატუმი, რომელმაც 34:13 წუთში 27 ქულა ჩააგდო, ბორის დიაომ 15 ქულა მიითვალა, ტომას უერტელის და ჟოფრი ლოვერნის აქტივში კი 13-13 ქულა იყო, თანაც, ამ უკანასკნელმა 9 მოხსნაც მიითვალა.
ბალტიისპირელთაგან ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა იონას ვალანჩიუნასს – 25 ქულა, 9 მოხსნა. ისიც ვთქვათ, რომ მეტოქეები თითქმის უშეცდომოდ თამაშობდნენ და მხოლოდ 7-7 დაკარგვა მოუგროვდათ, რაც ჩინებული მაჩვენებელია.
14 სექტემბერს, ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დასკვნითი მატჩი შედგება. ფინალში, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, აშშ-ს და სერბეთის ეროვნული ნაკრებები ითამაშებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მატჩი მე-3 ადგილისთვის. მადრიდი
ლიტვა – საფრანგეთი 93:95 (19:22, 23:21, 29:21, 22:31)
სრული სტატისტიკა
http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/1309/Lithuania-France#|tab=boxscore_statistics