აშშ-ის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში (MLS) მოასპარეზე კლუბ „დალასის“ ხელმძღვანელი, ჰალ დუგლას ქუინი შაბათს, ნიუ-იორკში, სასტუმრო „ალექსში“, საკუთარი ცოლის - ელიზაბეტის გაგუდვის მცდელობისთვის დააკავეს.
უცნობი წყაროების მიხედვით, აღნაგობით, ცოლი ქუინზე ბევრად პატარაა, ამიტომ მან ადვილად მოახერხა ქალის მოხელთება ისე, რომ წინააღმდეგობა ვეღარ გაეწია, ბალიში დაადო სახეზე და მანამ არ გაუშვა, სანამ ქალმა მოძრაობა და სუნთქვა არ შეწყვიტა.
ქუინსი 4 საათზე დააკავეს, ამასობაში კი, მის მეუღლეს პირველადი სასწრაფო დახმარება ჩაუტარდა. ქალს მთელი სხეული დაზიანებული ჰქონდა, თუმცა, მთავარია, რომ გადარჩა და ნიუ-იორკის ჰოსპიტალში მოათავსეს.
ქუინი, მანჰეტენის სასამართლოდან 20000 აშშ დოლარი ჯარიმის გადახდის შემდეგ, უბრალოდ გაათავისუფლეს.
ყველაზე საოცარი ამ მოვლენაში ელიზაბეტის „ნიუ-იორკ პოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუა, სადაც იგი ჰყვება: „ჩემი ქმრის 50-ე დაბადების დღეს ვზეიმობდით, რის შემდეგაც რომანტიული საღამო გვქონდა, მაგრამ, რაღაც ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ისევ ერთად ვაპირებთ ყოფნას“.