აზერბაიჯანული “რიავანის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ფიზული მამედოვმა azerifootball.com-თან საუაბრში განაცხადა, რომ ლაშა სალუქვაძის უხამსი ჟესტის გამო, ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და მეკარე გიორგი ლომაიამ ბოდიში მოუხადეს.
“იმ მომენტში, როდესაც “ინტერის” მოთამაშეები ვაგიფ ჯავადოვს გოლის გატანას ულოცავდნენ, სალუქვაძემ რატომღაც ჩვენ სათადარიგოთა სკამთან მოირბინა და ისეთი ჟესტი გვაჩვენა, რომ ვერ მოვითმინე. მას მაშინვე ვუთხარი: “ნაძირალავ, არ გრცხვენია? წადი გოლი იზეიმე, რას მორბიხარ და ხალხს პროვოკაციას უწყობ? სალუქვაძე შესაძლოა, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კარგი ადამიანიც იყოს. პირველ ყოვლისა, მან უნდა შეიგნოს, რომ აზერბაიჯანში თავის ქვეყანას წარმოადგენს. ეს საქციელი მას როგორც სპორტსმენსა და ლეგიონერს არ უხდება.
პირველი ჩვენთან “ინტერის” მეკარე ლომაია მოვიდა, რომელიც თავიდან ვერ მიხვდა რა მოხდა. შემდეგ ყველაფერი გაირკვა. ლომაიამ და კახაბერ ცხადაძემ თანამემამულის საქციელის გამო ბოდიში მოიხადეს. ვაგიფ ჯავადოვმა როგორც კაპიტანმა სალუქვაძეს ჭკუა დაარიგა და ბოდიშის მოხდა აიძულა” – თქვა მამედოვმა.
სხვათა შორის, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სალუქვაძე ამ საქციელისთვის არ დასაჯა. ხსენებული კომიტეტის თავჯდომარემ ტოფიგ ფიტულაევმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი განმარტება გააკეთა:
“პირადად, სალუქვაძის ინციდენტთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ. ჩვენი კომიტეტი იმ ინციდენტებს განიხილავს, რომლების მატჩის ოქმში ოფციიალურადაა შეტანილი. “რიავანთან” დაკავშირებით მსგავსი ინფორმაცია არ მოსულა. ამიტომ, სალუქვაძის დისკვალიფიკაცია არც განხილულა. თუ ლაშამ მსგავსი ჟესტი მართლაც გააკეთა, ეს მსაჯებს უნდა დაენახათ და ოქმში შესაბამისი შენიშვნა შეეტანათ”.