ფეხბურთი

22:07 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სადისციპლინო კომიტეტი რონალდუსა და რამოსის საკითხს განიხილავს

 

მადრიდული AS-ის ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი კრიშტიანუ რონალდუსა და სერხიო რამოსის მხრიდან “ელ კლასიკოს” მთავარი მსაჯის კრიტიკის საკითხს განიხილავს.

3:4 წაგებული თამაშის შემდეგ, რონალდუ და რამოსი უნდიანო მალიენკოს კრიტიკას არ მორიდებიან. პორტუგალიელის განაცხადებით, მადრიდული გუნდის მიმართ ორგანიზებული ბრძოლა მიმდინარეობს, ხოლო ესპანელმა იმედი გამოთქვა, რომ მალიენკო, მიმდინარე სეზონში, “რეალის” თამაშში აღარ იმსაჯებს.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, სამსაჯო კომიტეტმა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს მიმართა და ფეხბურთელთა კომენტარების გამოძიება მოითხოვა. სხდომა, რომელზეც რონალდუსა და რამოსის ბედი გადაწყდება, ოთხშაბათს გაიმართება.

დიდი ალბათობით, სადისციპლინო კომიტეტი ფულადი ჯარიმით შემოიფარგლება, რადგან ბოლო წლებში, მსგავს დარღვევაზე მაქსიმალური სასჯელი 1500 ევროთი დაჯარიმება იყო.

0.122127