თამაშგარე

10:14 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საჩუქარი ნეიმარისათვის

ხომ იცით, როგორც ხდება ასეთი ამბები... თავიდან ჭირს ერთი გახდა, თორემ, მერე იხდიან კი არა, ჩაცმულები შეიძლება უფრო უხერხულად გრძნობდნენ თავს. დაახლოებით ასე მოუვიდა ცნობილ ბრაზილიელ ტოპ-მოდელს, ანეისა შონბერგერს, რომელმაც გახდის ჭეშმარიტი “ფოიერვერკები” მოაწყო.

ულამაზესმა ანეისამ, გადაწყვიტა თავისი სილამაზით სრულიად ბრაზილია მოეხიბლა. მოაწყო სპეციალური ფოტოგადაღებები და ამ ფოტოგადაღებების შედეგი – ფოტოები სადაც ეს ჩვენი ანეისა შონბერგერი ტიტლიკანად იყო წამოპლაკული – ფოსტის საშუალებით ყველა ნაცნობ ადამიანს გაუგზავნა.

ასეთი ფოტოების ერთ-ერთი ადრესატი იყო, ცნობილი ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარი, რომელიც ამ მშვენიერ მოდელს დაახლოებით ორი წელია იცნობს და იმასაც კი ამბობენ, ერთი-ორჯერ ერთმანეთს მუცლებითაც გაეხახუნნენო. ამის დამნახავი ჩვენ არავინ გვინახავს, მაგრამ უკოხტავესი შონბერგერის ფოტოები ნეიმარსაც რომ მიუვიდა – ცხადია...

 

0.149301