ჭიათურის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სკოლაში 24 მაისს გაიმართა საჭადრაკო ტურნირი „ჭიათურა - 2014“, დევიზით - „მეტი მოაზროვნე ახალგაზრდა საზოგადოებაში“.
ტურნირში მონაწილება მიიღეს 10, 14, 18 და 26 წლამდე ასაკის ჭაბუკებმა და გოგონებმა.
შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ: იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია, ჭიათურის ჭადრაკის ფედერაცია და კლუბი - „იმერის ვარსკვლავი“, რომელიც საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს იმერეთის რეგიონის 12-ივე რაიონში.
შეჯიბრება გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული და წრიული სისტემით 7 ტურად. მონაწილეობა მიიღო 40-მდე მონაწილემ. კენჭისყრა გაიმართა კომპიუტერული პროგრამით - SwissManagerსასტარტო სია, კენჭისყრის და საბოლოო შედეგები განთავსდა - chess-results.com (GEO).
დროის კონტროლი იყო - ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს 10 წუთი, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
მონაწილენი: 10 წლამდე ტურნირში დაიშვებოდენ - 2004 წლის 1იანვრის შემდეგ დაბადებული ჭაბუკები და გოგონები; 14 წლამდე - 2000წ; 18 წლამდე - 1996წ.; 26 წლამდე - 1988წ.;
თაი- ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 1. პირადი შეხვედრა; 2. ბუჰგოლცი -1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი); 4. მოგების რაოდენობით; 5. პროგრესი (რეგრესი).
ტურნირის განრიგი:
ტური |
თარიღი |
10, 14, 18 და 26 წლამდე |
გახსნა |
24 მაისი |
10:30 |
I ტური |
24 მაისი |
10:40 |
II ტური |
24 მაისი |
11:30 |
III ტური |
24 მაისი |
12:20 |
IVტური |
24 მაისი |
13:10 |
Vტური |
24 მაისი |
14:00 |
VI ტური |
24 მაისი |
14:50 |
VII ტური |
24 მაისი |
15:40 |
დახურვა |
24 მაისი |
17:30 |
10, 14, 18 და 26 წლამდე ასაკის ჯგუფებში I, II და III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ: თასებით, მედლებით, და დიპლომებით.
10, 14, 18 და 26 წლამდე ასაკის ჯგუფებში 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის რეგიონის ფინალურ ტურნირში.
ორგანიზატორი - ჭიათურის ჭადრაკის მწვრთნელი - პეტრე ჯაჯანიძე;
მსაჯი - ფიდეს არბიტრი - ინგა კიკვიძე;
მთავარი მსაჯი - იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი,
საერთაშორისო არბიტრი - არსენიძე ალექსანდრე.