“საბურთალომ” საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-2 წრისთვის მზადება დაიწყო.
საბურთალოელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით გუნდი სტადიონ “ბენდელაზე” ემზადება.
“საბურთალო” მომზადების დასკვნით ეტაპზე თურქეთში გაივლის, სადაც 2 თებერვალს გაემგზავრება და 22 თებერვლამდე დაჰყოფს.