არგენტინის ეროვნული ნაკრების თავკაცი ალეხანდრო საბელია მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი მისი გუნდისთვის შეუცვლელი მოთამაშეა.
“არგენტინას ერთი კაპიტანი ჰყავს და ეს მესია, მაგრამ მისი და მასკერანოს არყოფნაში, კაპიტნად დი მარია ავირჩიე. ვფიქრობ, ის ყველაზე შესაფერისი კანდიდატია.
მესი შეუცვლელი ფეხბურთელია. თუმცა, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ფეხბურთელებმა მის გარეშე რაც შეიძლება კარგად უნდა ითამაშონ.” – ციტირებს საბელიას სიტყვებს ESPNDeportes-ი.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნები, ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო გუნდს ტრავმების გამო ვერ ეხმარებიან. თუმცა, ეს “ალბისელესტესთვის” დიდი პრობლემა არაა, რადგან ამერიკელებს მუნდიალის საგზური უკვე განაღდებული აქვთ.