ოთხშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩები გაიმართა. მთავარი მოულოდნელობა დიდუბეში, “დინამო არენაზე” მოხდა, ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა, თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონთან” 1:2 წააგო. “ზესტაფონმა” ბოლო ოთხ დღეში ზედიზედ მეორედ მოიგო 3:0 და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. ამჯერად მარგველთა მსხვერპლი “ზუგდიდი” გახდა. სამივე გოლი ექსტორპედოელმა, 22 წლის ნიკა საბანაძემ გაიტანა. ვაკეში, “მიხეილ მესხზე,” “ჩიხურამ” მხოლოდ მსაჯის მე-4 წამატებულ წუთზე შეძლო “სპარტაკის” დამარცხება, თუმცა თავიდან 0:2 აგებდა. “გურიამ” გორში “დილას” სძლია და “სიონთან” მე-4-5 ადგილებს იყოფს. “მეტალურგმა” “სამუშაო” გამარჯვება ჩაიწერა “ვიტ ჯორჯიასთან,” “ტორპედო” და “მერანი” კი ერთმანეთს მშიდობიანად დაშორდნენ.
სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:3 (2:2)
გოლები: 1:0 თორნიკე თუხარელი (7), 2:0 ლაშა პარუნაშვილი (12), 2:1 ბესიკ დეკანოიძე (25), 2:2 გიორგი გაბედავა (35), 2:3 გიორგი დათუნაიშვილი (90+4)
დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი) 1:3 (0:0)
გოლი: 0:1 პავლე ხორგუაშვილი (პენ, 53), 0:2 გიგა კვერენჩხილაძე (83), 1:2 დავით რაჟამაშვილი (89), 1:3 ზურაბ ძამსაშვილი (პენ, 90+3)
მეტალურგი (რუსთავი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 კახაბერ კაკაშვილი (49), 2:0 ვარლამ კილასონია (58)
ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (63), 1:1 მამუკა ღონღაძე (68)
დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 ჩისკო (72), 1:1 გიორგი კახელიშვილი (75), 1:2 ჯაბა უგულავა (85)
ზესტაფონი – ზუგდიდი 3:0 (3:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ნიკა საბანაძე (7, 9, 45)
1 | დინამო (თბ) | 19 | 13 | 3 | 3 | 43:15 | 42 |
2 | ჩიხურა | 19 | 11 | 5 | 3 | 38:24 | 38 |
3 | ზესტაფონი | 19 | 9 | 4 | 6 | 25:15 | 31 |
4 | გურია | 19 | 10 | 0 | 9 | 23:26 | 30 |
5 | სიონი | 19 | 8 | 6 | 5 | 24:20 | 30 |
6 | მეტალურგი | 19 | 8 | 5 | 6 | 25:23 | 29 |
7 | დილა | 19 | 7 | 7 | 5 | 24:18 | 28 |
8 | ვიტ ჯორჯია | 19 | 7 | 4 | 8 | 25:25 | 25 |
9 | ტორპედო | 19 | 6 | 5 | 8 | 20:25 | 23 |
10 | სპარტაკი | 19 | 4 | 2 | 13 | 15:30 | 14 |
11 | მერანი | 19 | 4 | 2 | 13 | 15:37 | 14 |
12 | ზუგდიდი | 19 | 3 | 5 | 11 | 8:27 | 14 |
მეგოლეები:
13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2), ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;