თამაშგარე

11:14 | 29.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

საახალწლოდ ბექჰემები ლონდონში დაბანაკდებიან

პოპულარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მეუღლესთან, ვიქტორია ადამს-ბექჰემთან და თავის ოთხ შვილთან ერთად, ახალ წელს საკუთარ სამშობლოში, ინგლისში შეხვდება. დევიდ ბექჰემისთვის, როგორც რწმენით ანგლიკანისათვის, ახალ წელზე მნიშვნელოვანი 25 დეკემბერს აწ უკვე ჩავლილი შობა გახლავთ. ამ დღეს კი, ბექჰემები ამერიკაში შეხვდნენ და მათი სურვილის მიუხედავად, ინგლისში წასვლა ვერ მოახერხეს.
დევიდ ბექჰემის თქმით, მას და ვიქტორიას ძალიან უნდოდათ, რომ შობასაც სამშობლოში შეხვედროდნენ, მაგრამ ხელი უმცროსი შვილის, სევენ ბექჰემის მცირე ავადმყოფობამ შეუშალათ. პატარა სევენი გაციებული ყოფილა და ოჯახის ექიმს ბექჰემებისათვის ინგლისში გამგზავრებისაგან თავის შეკავება ურჩევია.
ინგლისელი ფეხბურთელი თავის ოჯახთან ერთად ახალ წელს ლონდონში, საკუთარ ვილაში შეხვდება. დევიდი საახალწლოდ საზეიმო ღონისძიების მოწყობას და “მანჩესტერ იუნაიტედში“ თავისი ძველი თანაგუნდელების მიპატიჟებასაც აპირებს. ქეიფი და სუფრის თანმხლები სილაღე კიმ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს არასოდეს ეშლებოდათ...

 

0.165187