ქართველი თავდამსხმელი გიორგი ალავერდაშვილი 1 იანვრამდე რუსთავის "მეტალურგის" მაისურით იასპარეზებს. აღნიშნული ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს" თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.
26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ლიტვის კლუბ "გრანიტასში" მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თამაშობდა და ლიტვის A ლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
გიორგი ბალახაძე