კალათბურთი

23:02 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რუსთავი” ბათუმში ათდღიან შეკრებას გაივლის

სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი “რუსთავი” 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონისათვის მზადების მიზნით 8 სექტემბრიდან საქართველოს ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში ათდღიან შეკრებას გაივლის. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან ახალი სეზონისათვის მზადებას “რუსთავი” პირველი შეუდგა. ქვემოქართლელებმა სამი კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი, ლევან ცეკვავა, მიხეილ ჭოჭუა უკვე დაიმატეს. უახლოეს დღეებში კი ამერიკელი ლეგიონერის, მძიმე ფორვარდის დამატებას აპირებენ.

 

თეგები“რუსთავი”
0.108473