რუსეთის ქალთა ფეხბურთის ნაკრების გოლკიპერმა ელენა რიჟიკოვამ ყურად არ იღო მწვრთნელებისა და სპორტის მედიკოსების რჩევები და საბოლოოოდ გადაწყვიტა მკერდის გადიდება. ქალების მხრიდან ხელოვნური მეთოდებით მკერდის გადიდების სურვილი მთელს მსოფლიოში ბუნებრივ ამბად ითვლება და თითქოს ამაში არც არაფერია უცნაური, მაგრამ რაკი ელენა ფეხბურთელია და მით უმეტეს, მეკარე გახლავთ, მისთვის დიდი მკერდი აუცილებლად გახდება შემაფერხებელი ფაქტორი.
“წარმოუდგენელია, დიდი მკერდის მქონე მეკარეს დარტყმულ ბურთზე სწრაფი რეაქცია როგორ უნდა ჰქონდეს. მას ყოველთვის ეცოდინება, რომ მკერდი მისი პრობლემური ადგილია და ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაუზიანდეს. ეს ელენას არჩევანია, რომელსაც ძალით ვერავინ შეაცვლევინებს. მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ოპერაციის შემდეგ, ელენა რიჟიკოვას სპორტიდან წასვლა მოუწევს“, – ამბობს მოსკოველი ექიმი და რუსი გოლკიპერის მეგობარი იური მოროზოვი.
როგორც უკვე ვთქვით, მიუხედავად მისი კეთილისმყოფელი ადამიანების რჩევისა, ელენა რიჟიკოვას უკვე საბოლოოდ აქვს მკერდის გაზრდა გადაწყვეტილი და ამ გადაწყვეტილებას ალბათ ვერავინ შეაცვლევინებს. ცნობისთვის, ელენა სულ რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და საფიქრებელია, რომ მკერდის გადიდება მისი ქმრის სურვილი უფრო იყოს, ვიდრე ფეხბურთელი ქალის ახირება.