დღეს შუადღისას, სოჭის ოლიმპიადაზე უსიამოვნო ამბავი მოხდა. რუსეთის ნაკრების ფრისტაილით მოთხილამურე გოგონამ, 23 წლის მარია კომისაროვამ, ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. გამოკვლევის შედეგად ექიმებმა მას ხერხემლის მოტეხილობა დაუდგინეს.
როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, მარიას მოსკოვში გადაყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ, ოლიმპიურ სოფელში, კრასნაია პოლიანას საავადმყოფოში ჩაუტარდება ოპერაცია.