ფეხბურთი

1:22 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რურის დერბი დორტმუნდელთა სასარგებლოდ

გერმანიის ბუნდესლიგის მე–10 ტურის ცენტრალურ მატჩად რურის დერბი იყო მონათლული და შეიძლება ითქვას, გულშემატკივართა მოლოდინი გამართლდა კიდეც. გელზენკირხენში ჩასულმა დორტმუნდელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და საწყის 15 წუთში, საწადელსაც მიაღწიეს – მარკო როისის პასის შემდეგ, პიერ–ემერიკ ობამეიანგს გატანა არ გასჭირვებია.

პირველ ტაიმში, „შალკეს“ წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ „მილანის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კევინ–პრინს ბოატენგმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მე–2 ნახევრის დებიუტში, ნური შაჰინმა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და მასპინძლებს ეფექტური გოლი გაუტანა. ამის შემდეგ, „შალკე“ გამოფხიზლდა და შეუტია, რამაც შედეგი 62–ე წუთზე მოიტანა – მაქსიმილიან მეიერმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მასპინძლებს იმედი ჰქონდათ, რომ თუნდაც ქულის მოპოვებას შეძლებდნენ, მაგრამ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა – 1:3.

დაძაბული და უხვგოლიანი მატჩი ჩაატარა ლევან კობიაშვილის „ჰერტამ“, რომელიც მიუნხენის „ბაიერნს“ ეწვია. ბერლინელთა ქართველი ლეგიონერი სათადარიგოთა სკამზე იყო და თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

მატჩი სტუმართათვის ჩინებულად დაიწყო – ადრიან რამოსმა „ჰერტა“ წინ გაიყვანა. ბერლინელთათვის საუბედუროდ, „ბაიერნის“ ხორვატმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

54–ე წუთზე, მიუნხენელთა ახალწვეულმა მარიო გიოტცემ თავისთვის უჩვეულოდ, თავური დარტყმით გაიტანა ბურთი „ჰერტას“ კარში და მასპინძლებს სოლიდური უპირატესობა მოუტანა. სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს, მაგრამ ქულა ვეღარ მოიპოვეს – 3:2.

სამი ჰიპიას „ლევერკუზენმა“ „ბაი არენაზე“ „აუგსბურგი“ მიიღო და მორიგი 3 ქულა მიითვალა. „ფარმაცევტების“ 2 გოლს აუგსბურგელებმა ერთი შედეგიანი დარტყმით უპასუხეს და შინ უქულოდ დაბრუნდნენ.

მშვიდად მოიგო „ვოლფსბურგმა“, რომელიც ბრემენის „ვერდერს“ დაუხვდა. მე–7 წუთზე, „მუსიკოსების“ დამწუხრება მაქსიმილიან არნოლდმა მოახერხა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით მეკარე უშანსოდ დატოვა. მე–2 ტაიმში, ივიცა ოლიჩმა იხეირა, საბოლოო ანგარიში კი, ივან პერიშიჩმა დააფიქსირა – 3:0.

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – ჰერტა 3:2 (1:1)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, ალაბა, რობენი (მანჯუკიჩი 26), შვაინშტაიგერი, რიბერი, კროოსი (გიოტცე 24), მიულერი (ხავი მარტინესი 64).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი (ალაგი 78), ჰოსოგაი (რონი 86), ბენ–ჰატირა (მუკხტარი 77), შელბრედი, ლუსტენბერგერი, შულცი, ჯიგერჯი, რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 0:1 რამოსი (4), 1:1 მანჯუკიჩი (29), 2:1 მანჯუკიჩი (51), 3:1 გიოტცე (54), 3:2 ბენ–ჰატირა (58)

გაფრთხილება: ბოატენგი (27), შვაინშტაიგერი (34), რაფინია (50) – ჰოსოგაი (50), რამოსი (52), პეკარიკი (65), შელბრედი (90)

კარში დარტყმა: 13 (11) – 10 (5) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 3 – 8

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 25000

ლევერკუზენი – აუგსბურგი 2:1 (1:1)

ლევერკუზენი: ლენო, ბენიში, სპაჰიჩი, ვოლშაიდი, დონატი, კასტრო, როლფესი, სემი (კრუზი 81), კანი, კისლინგი (დერდიოკი 89), ჰიუნ–მინი (ჰეგელერი 69).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, ფილპი, იუნ–ჰო, დე იონგი, ვერნერი (ჰოლცჰაუზერი 46), ბაიერი, ჰანი, ფოგტი (მიოლდერსი 85), მორავეკი, ალტინტოპი (მილიკი 73).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლი: 0:1 ჰანი (24), 1:1 როლფესი (34), 2:1 კანი (83)

გაფრთხილება: კისლინგი (60) – ფოგტი (19), ფილპი (50), მორავეკი (58)

კარში დარტყმა: 24 (19) – 10 (4) ჯარიმა: 8 - 12 კუთხური: 13 - 7 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 3 – 17

 

მაინცი. „კოფას არენა“. 30657

მაინცი – ბრაუნშვაიგი 2:0 (1:0)

მაინცი: მიულერი, ნოვესკი, სვენსონი (ბელი 46), პოსპეხი, დიასი, ჩჟუ–ჰუ, სოტო, ზიმლინგი (ჩუპო–მოტინგი 74), მიულერი, ოკაზაკი, პარკერი (გეისი 59).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ბრაუნშვაიგი: დაფარი, დოღანი, რაიხელი, ბიჩაკჩიჩი, კალიჯური (კრუპკე 81), პერტელი, ტოიერკაუფი, ბოლანდი, ელაბდელაუი, ბელარაბი (ერლი 60), ადემი (კუმბელა 46).

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გოლი: 1:0 ოკაზაკი (8), 2:0 ოკაზაკი (68)

გაფრთხილება: მიულერი (41), პოსპეხი (90) – ბოლანდი (75), ტოიერკაუფი (80), კრუპკე (85)

კარში დარტყმა: 9 (8) – 6 (4) ჯარიმა: 26 - 20 კუთხური: 0 - 8 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 4 – 6

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000

შალკე – დორტმუნდი 1:3 (0:1)

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ფუკსი (მეიერი 61), ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი (ჯონსი 76), აოგო, ბოატენგი (კლემენსი 82), ნოიშტედტერი, სალაი.

მწვრთნელი: იენს კელერი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი (დურმი 46), შაჰინი, ბენდერი, მხითარიანი, გროსკროიცი, როისი (ჰოფმანი 89), ობამეიანგი (ბლაშჩიკოვსკი 71), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 0:1 ობამეიანგი (14), 0:2 შაჰინი (51), 1:2 მეიერი (62), 1:3 ბლაშჩიკოვსკი (74)

გაფრთხილება: აოგო (35), სალაი (58), ჯონსი (90) – შმელცერი (43)

კარში დარტყმა: 12 (8) – 10 (6) ჯარიმა: 15 - 12 კუთხური: 2 - 2 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 3 – 7

 

ჰანოვერი. „ჰდი არენა“. 44500

ჰანოვერი – ჰოფენჰაიმი 1:4 (0:2)

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, პოკონიოლი, საკაი (პრიბი 29), ანდრეასენი, სანე, ჰუსტი (ბიტენკორტი 46), შტინდლი (ჰოფმანი 70), დიუფი, სობეხი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი, ზიულე, პოლანსკი, სალიჰოვიჩი, რუდი, შტრობლი (ელიუნუსი 78), ფირმინო, მოდესტი (შიპლოკი 62), ჰერდლინგი (სცარკა 89).

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 0:1 სალიჰოვიჩი (10პ.), 0:2 ჰერდლინგი (18), 1:2 სანე (56), 1:3 ფირმინო (62), 1:4 ფირმინო (64)

გაფრთხილება: დიუფი (11), შტინდლი (14), ჰუსტი (29), სანე (53) – რუდი (25), სალიჰოვიჩი (31)

გაძევება: დიუფი (12), მარსელო (64)

კარში დარტყმა: 11 (7) – 10 (7) ჯარიმა: 25 - 12 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 2 - 7 ბურთის ფლობა: 35% - 65% სეივი: 3 – 6

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000

ვოლფსბურგი – ვერდერი 3:0 (1:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, დიეგო, გუსტავო, პერიშიჩი, მედოევიჩი (პოლაკი 39), არნოლდი (ევსეევი 88), ოლიჩი (კუტშკე 84).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ვერდერი: მილიცი, პრედლი (ლუკიმია–მულონგოტი 50), კალდიროლა, გარსია, ფრიცი, მაკიადი, ჰანტი, ელია, იუნუზოვიჩი, კროოსი (იგნიოვსკი 46), ილდირიმი (კობილიანსკი 74).

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლი: 1:0 არნოლდი (7), 2:0 ოლიჩი (72), 3:0 პერიშიჩი (89)

გაფრთხილება: ლუის გუსტავო (19) – კროოსი (39), იგნიოვსკი (90)

კარში დარტყმა: 20 (14) – 8 (3) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 6 - 3 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 3 – 11

0.164141