ფეხბურთი

0:10 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რურის დერბი აფრიკული გოლებით

ბუნდესლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი გელზენკირხენის "ველტინს არენაზე" შედგა. რურის დერბი განსაკუთრებული მოვლენაა, ოღონდ, ამჯერად "შალკეც" და "დორტმუნდიც" შესუსტებული შემადგენლობბით იყვნენ. განსაკუთრებით ეს ითქმის იურგენ კლოპის გუნდზე, რომელსაც ლიდერები სულ ლაზარეთში ჰყავს.

კამერუნელმა ჟოელ მატიპმა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავურით გაიტანა, მერე კი დორტმუნდელთა ფორვარდმა ადრიან რამოსმა საკუთარ საჯარიმოში ცუდად ითამაშა, ბურთი უხეიროდ მოიგერია და მატიპის თანემემამულემ, ჩუპო-მოტინგმა მეორედ დაამწუხრა "დორტმუნდი". 2:0 უკვე 23-ე წუთზე.

სტუმრებს იმედი გაბონელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დაუბრუნა, რომლმაც რამოსის პასის შემდეგ შეამცირა სხვაობა – 2:1 და მორჩა, მეტი გოლი აღარ გასულა. მეორე ნახევარში კლოპის გუნდი ბევრს უტევდა, მაგრამ ბოლო 20 წუთში დაიღალა და შტურმი ვეღარ მოაწყო. "შალკემ" კამერუნელის გოლებით იმარჯვა და სტუმართაგანაც აფრიკელმა, ოღონდ გაბონელმა გამოიჩინა თავი. რურის დერბის ბედი აფრიკელებმა გადაწყვიტეს.

"დორტმუნდმა" ბოლო სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, რაც კლოპს დიდ საფიქრალს უჩენს.  

ლიდერმა "ბაიერნმა" იოლად მოიგო. კვლავ გაიტანა მარიო გიოტცემ, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. მუნდიალის ფინალის გმირმა პირველ ტაიმში ცარიელ კარში შეაგდო, ხოლო მეორე ნახევარში კიოლნელმა დანიელ ჰალფარმა არ დაანება გატანა და საკუთარი კარი დალაშქრა. "ბაიერნი" დაიძრა და როცა ამას აკეთებს, გერმანიაში მისი შემჩერებელი არავინაა.

"ლევერკუზენს" საწყის ტურებში ბევრი გაჰქონდა და ბევრსაც უშვებდა, ამჯერად კი 0:0 ითამაშა ფრაიბურგში. როჯერ შმიდტის გუნდი 28-ე წუთზე 10 კაცით დარჩა, რადგან გაუძევეს ბოსნიელი მცველი ემირ სპაჰიჩი. საერთოდ, ამ ფეხბურთელს წითელი ბარათები ძალიან "უყვარს".  

"შტუტგარტმა" ამ სეზონში პირველი საშინაო გოლი გაიტანა და მოიგო კიდეც. შვააბმა თავის გუნდს "ჰანოვერთან" მოაგებინა.   

ამასობაში, მეორე ადგილზე გადავიდა ლუსიენ ფავრის გაწვრთნილი "გლადბახი", რომელმაც სეზონის ხმაურიანად დამწყებ "პადერბორნს" გასვლაზე 2:1 სძლია. ფავრის ბიჭები მე-14 წუთზე უკვე ჰანდიკაპით იგებდნენ და კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ სანერვიულოდ გაიხადეს საქმე. 

 

შალკე – დორტმუნდი 2:1 (2:1)

შალკე: ფერმანი, უჩიდა, ნოიშტადტერი, მატიპი, აოგო, ჰიოგერი (აიჰანი 79), კ-პ. ბოატენგი (ფუხსი 71), სემი (კლემენსი 37), მაიერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი

მწვრთნელი: იენს კელერი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (პაპასტატოპულოსი 80), დურმი, სვენ ბენდერი, გინტერი, გროსკროიცი (იოჟიჩი 69), ობამეიანგი, რამოსი, იმობილე (კაგავა 57)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 მატიპი (10), 2:0 ჩუპო-მოტინგი (23), 2:1 ობამეიანგი (26)

გაფრთხილება: სუბოტიჩი (55), მატიპი (86)

მსაჯი: გეგელმანი

 

ფრაიბურგი – ლევერკუზენი 0:0

ფრაიბურგი: ბიურკი, ზორგი, კრმაში, კემპფი, გიუნტერი, შუსტერი, ფრანტცი, შმიდი (ტორეხონი 80), კლაუსი (რიტერი 52), გუიდე (ფრაისე 68), ფილიპი

მწვრთნლი: კრისტაინ შტრაიხი

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, იედვაი, სპაჰიჩი, ვენდელი, ლარს ბენდერი (დრმიჩი 82), რაინარტცი, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (ტოპრაკი 68), ჰიონგ-მინი, კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი 

გაფრთხილება: სპაჰიჩი (8, 28), ჩალჰანოღლუ (20), ჰიონგ მინი (36), კრმაში (40, 77), იედვაი (45), ზორგი (90), ბელარაბი (90+3)

გაძევება: სპაჰიჩი (28), კრმაში (77)

მსაჯი: ბრიხი

 

შტუტგარტი – ჰანოვერი 1:0 (0:0)

შტუტგარტი: კირხბაუმი, კლაინი, შვააბი, რიუდიგერი, გოტოკუ საკაი, კრუეზო (კოსტიჩი 46), რომეუ, ლეიტნერი, გენტნერი (ნიდერმაიერი 83), დიდავი, ტიმო ვერნერი (იბიშევიჩი 70)

მწვრთნელი: არმინ ფე

ჰანოვერი: ცილერი, ჰიროკუ საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოსი, გულსელამი (სობეხი 72), ანდრეასენი (ბრიანი 90), კიოტაკე, ბიტენკური, შმიდებახი, ხოსელუ

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

გოლი: 1:0 შვააბი (69)

გაფრთხილება: გულსელამი (44), გენტნერი (56), ლიტნერი (76), ბიტნკური (86), კოსტიჩი (90+1)

მსაჯი: პერლი

 

კიოლნი – ბაიერნი 0:2 (0:1)

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, მარო, ვიმერი, ექტორი, მატუშიკი, ლემანი, გერჰარდტი (რისე 59), ოლკოვსკი, ჰალფარი (ვიოგტი 80), უია (ფინი 88)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ალონსო, ჟერომ ბოატენგი (დანტე 55), ბერნატი, ლამი, ალაბა, რობენი (შაქირი 76), მიულერი (ბენატია 55), გიოტცე, ლევანდოვსკი

მწვრთნლი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 გიოტცე (19), 0:2 ჰალფარი (66 საკ კარში)

მსაჯი: კირხერი

 

პადერბორნი – გლადბახი  1:2 (0:2)

პადერბორნი: კრუზე, ვემერი, ციგლერი, ჰანემაიერი, ბრიუკნერი, რუპი (მეჰა 78), ვრანჩიჩი (შტროდიკი 85), კოჩი, შტოპელკამპი, კუჩკე, კაჩუნგა

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი 

გლადბახი: სომერი, იანჩკე, შტრანცლი, დომინგესი, ვენდტი, კრამერი, ჯაკა, ჰერმანი (ჰანი 70), ჰრგოტა (ნორდვაიტი 84), ტრაორე, რაფაელი (მაქს კრუზე 60)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 0:1 ჰერმანი (8), 0:2 რაფაელი (14), 1:2 ვემერი (70)

გაფრთხილება: ვერნერი (44), სომერი (88)

მსაჯი: ფრიტცი

 

ვოლგსბურგი – ვერდერი  2:1 (1:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი (ვიერინია 46), ნალდო, კნოჩე, როდრიგესი, ლუის გუსტავო, მალანდა, დე ბრუინი, პერიშიჩი, ჰუნტი (კალიჯური 70), ოლიჩი (ბენდტნერი 86)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ვერდერი: ვოლფი, ბუსხი, პრიოდლი, ლუკიმია, გარსია, გალვესი, იუნუზოვიჩი, ბარტელსი, ჰაიროვიჩი (ფელიქს კროოსი 83), დი სანტო, პეტრსენი (ზელკე 66)

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლები: 1:0 როდრიგესი (15), 1:1 ბუსხი (37), 2:1 ოლიჩი (57)

გაფრთხილება:

მსაჯი: შიპელი

 

ილია კახელიშვილი

0.118825