ფეხბურთი

21:27 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუნის ტრანსფერში მატაც ჩაერთო

 

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსისთან" დიალოგი განაახლა და უეინ რუნის ტრანსფერში მატაც ჩართო. Goal.com-ის ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია რუნის ტრანსფერის დახურვასთან დაკავშირებით მცდარია და კლუბები 48 საათში საბოლოოდ შეთანხმდებიან. "იუნაიტედი" ინგლისელის დათმობას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ "ჩელსი" შეთავაზებულ თანხას გადაიხდის და ხუან მატასაც დაამატებს. რადგან ესპანელი მოლაპარაკებაში ჩართეს, კლუბები უკვე საუბრობენ რუნის ახალ სატრანსფერო ფასზე. ლონდონელების ბოლო შეთავაზება 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

ჟოზე მოურინიოს განცხადებით, ხუან მატა მის გეგმებში ჯდება, თუმცა პორტუგალიელმა ესპანელი პრემიერლიგის პირველ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. "ჩელსიმ" რუნისადმი დაინტერესებამდე რადამელ ფალკაოს, ედინსონ კავანის და რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერები ვერ განახორციელა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 12 დღე რჩება."მანჩესტერმა" "ჩელსის" მაცდური შეთავაზება გაუკეთა და “არისტოკრატებს” შანსი მიეცათ, უმთავრესი სამიზნე გადმოიბირონ.

 

გიორგი ბალახაძე 

 

0.116394