მაშინ როცა, 26 წლის ინგლისელი ფეხბურთელი - უეინ რუნი პოლონეთში, ევრო 2012-ის მატჩებისთვის ემზადება, მისი ცოლ-შვილი პარკში სეირნობით ერთობა.
26 წლის კოლენი, 2 წლის ვაჟიშვილ კაისთან ერთად, კრაკოვის ერთ-ერთ სკვერში დააფიქსირეს. პატარა კაი, შადრევანში ბანაობითა და ატრაქციონებზე თამაშით ხალისობდა, ვარდისფერ ზედასა და ჭრელ შორტებში გამოწყობილი, გარუჯული დედიკო კი, თვალს არ აცილებდა და მასთან ერთად ერთობოდა.
მოგვიანებით, დედა-შვილმა თეთრი ფაეტონით პარკში გაისეირნა. რა ენაღვლებათ...