ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთ ლიდერ უეინ რუნის კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
აღიშნული წყაროს ინფორმაციით, ინგლისელი “წითელ ეშმაკებთან” მოლაპარაკებებს ზაფხულში დაიწყებს. რუნის კარიერის გაგრძელება ინგლისის პრემიერლიგაში სურს და ფრანგული პსჟ-ს მხრიდან ინტერესზე არ ფიქრობს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევს ალექს ფერგიუსონის გუნდთან კონტრაქტი 2014-2015 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 250 ათასი გირვანქა სტერლინგია.