“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდები – რობინ ვან პერსი და უეინ რუნი საწვრთნელ პროცესზე სრულ დატვირთვას იღებენ. “წითელი ეშმაკების” თავკაცმა დევიდ მოიესმა შკყ შპორტს-ს უთხრა, რომ ორივე მათგანი გუნდთან ერთადაა და ტრავმები აღარ აწუხებთ.
მოგეხსენებათ, საზარდულის ტრავმის გამო, რუნის ახალი წლიდან აღარ უთამაშია. რაც შეეხება ვან პერსის, ჰოლანდიელმა დონეცკის “შახტართან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბარძაყი დაიზიანა და მას შემდეგ უქმობს.
მანჩესტერელთა სამედიცინო შტაბი ფორვარდების დაბრუნებას დღეს, “კარდიფთან” მატჩში ვარაუდობს.