თუკი “მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ რადამელ ფალკაოს შეიძენს, დიდი ალბათობით, “ოლდ ტრაფორდს” უეინ რუნი დაემშვიდობება. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერმა” ფალკაოს სანაცვლოდ გარკვეული თანხა უკვე გადაუხადა “ატლეტიკოს”. მადრიდელები კოლუმბიელს 45 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებენ და ამაზე ნაკლებად მისი დათმობა არ სურთ. არაა გამორიცხული, ფულის გარდა, “ატლეტიკომ” ხელში მანჩესტერელთა ახალგაზრდა შემტევი ხავიერ ერნანდესი, იგივე “ჩიჩარიტოც” ჩაიგდოს.
შეგახსენებთ, რომ რუნის გადაბირება ფრანგულ პსჟ-ს სურს.