“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ უეინ რუნის მომდევნო სეზონიდან გუნდის კაპიტნობა სურს. მოგეხსენებათ, “წითელი ეშმაკების” ამჟამინდელი კაპიტანი ნემანია ვიდიჩი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს და მილანის “ინტერში” გადაბარგდება.
“მანჩესტერს” რამდენიმე მატჩში უკვე ვუკაპიტნე და თუ მწვრთნელი სამკლავურის მოცემას გადაწყვეტს, დიდი სიამოვნებით მივიღებ”, - განუცხადა რუნიმ ინგლისურ მედიას.
არაა გამორიცხული, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა სანაკრებო კარიერა დაასრულოს. ინგლისელთა ახალ კაპიტნად რუნის ვარიანტი განიხილება.