“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა უეინ რუნიმ გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა როგორც “სკაი სპორტი” იტყობინება, ეს მოხდა არა ჟურნალისტებთან საუბარში, არამედ სოციალურ ქსელში, რუნის ოფიციალურ გვერდზე.
“გამოჩნდა ხალხი, ვინც წარუმატებელი შედეგების გამო ჩამოგვწერა. მათ ვერ დავეთანხმები. ვფიქრობ ჩავარდნა დროებითია, რადგან როცა ვხედავ რა სიტუაციაა გასახდელში, როცა ვხედავ მწვრთნელის უდიდეს ყურადღებას ნებისმიერი წვრილმანის მიმართ, ეჭვგარეშეა გუნდის მომავალი წარმატებები,” – აღნიშნა ინგლისელმა მოთამაშემ.
პრემიერლიგაში “მანჩესტერმა” ხუთი ტურის შემდეგ ხუთი ქულა მოაგროვა და მე-12 ადგილზე იმყოფება.
დიმა შარიქაძე