“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი ტრავმირებულია და შესაძლოა, უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწიოს. ბრიტანული პრესის ცნობით, თავდამსხმელს საზარდული აწუხებს და “სტოკთან” სათასო მატჩიც (2:0) სწორედ ამიტომ გამოტოვა.
ინგლისის პრემიერლიგის უახლოეს ტურში, “წითელი ეშმაკები” “ვესტ ჰემს” ხვდებიან და როგორც გუნდის თავკაცი დევიდ მოიესი აცხადებს, არაა გამორიცხული, რუნი ამ მატჩშივე დაბრუნდეს. საგულისხმოა, რომ ბარძაყის ტრავმის გამო, მოიესის გუნდს ვერც რობინ ვან პერსი ეხმარება.
ცნობისათვის, შაბათიდან 12 დღის განმავლობაში, “მანჩესტერს” “ვესტ ჰემთან”, “ჰალთან”, “ნორვიჩთან” და “ტოტენჰემთან” მოუწევს თამაში.