ფეხბურთი

12:45 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნი მანჩესტერში დარჩება

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი მზადაა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივოს. ბრიტანული პრესის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე შედგა და 28 წლის ფეხბურთელმა ახალ ხელშეკრულებაზე დათანხმების სანაცვლოდ სასურველი ფინანსური პირობების გარანტიაც მიიღო – უახლოესი მომავლიდან მისი ყოველკვირეული ხელფასი 300 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.

მოქმედ კონტრაქტს ვადა წელიწადნახევარში ეწურება. ევროპულმა გამოცემებმა ბოლო დროს არაერთგზის დაწერეს, რომ უეინ რუნის შეძენა “ჩელსის” და “რეალს” სურთ, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ. 

0.13802