მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ ბრაზილიაში ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გმირებად გახდომა შეუძლიათ.
ინგლისელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს მუნდიალზე კვალის დატოვებისკენ მოუწოდებს.
"ვიმედოვნებ, რომ ბრაზილიაში წარმატებული გუნდის წევრი ვიქნები. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ტურნირი მოვიგოთ და გმირები გავხდეთ. ეს არის შანსი, რათა ქვეყნის ისტორიაში კვალი დავტოვოთ. ყველამ იცის მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორია და ისიც თუ რა გვინდა ჩვენ. ჩვენივე ისტორია უნდა შევქმნათ, რათა რამდენიმე წლის შემდეგ ხალხმა თქვას: "გვახსოვს ინგლისი 2014 წელს." მუნდიალზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივდივართ, ჩვენ ვაპირებთ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ და ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს." _ განაცხადა mirror-თან საუბრისას უეინ რუნიმ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ე.წ. სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, სადაც იტალიის, ურუგვაის და კოსტა რიკის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
პირველ მატჩს ინგლისელები იტალიის წინააღმდეგ 14 ივნისს გამართავენ.
გიორგი ბალახაძე