ფეხბურთი

13:22 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუმინიგემ ბავარიელობა გაიხანგრძლივა

მიუნხენის “ბაიერნის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. გერმანული პრესის ცნობით, “ბაიერნის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები რუმენიგეს მუშაობით კმაყოფილნი არიან და მასთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივეს. წინა კონტრაქტს ვადა 2013 წლის ბოლოს ეწურებოდა.

კარლ-ჰაინც რუმენიგე თავის დროზე “ბაიერნის” ღირსებასაც იცავდა. კარიერის დასრულების შემდეგ კი ბავარიული კლუბის ვიცეპრეზიდენტადაც უმუშავია.

 


 

0.130801