რუმინელმა ტანმოვარჯიშე ფლორიკა ლეონიდამ, რომელიც 2003 წლის მსოფლიო და 2006 წლის ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორია, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მეძავობა გადაწყვიტა. ამის შესახებ ერთ-ერთ რუმინულ შოუში კომენტარი ფლორიკას ყოფილმა თანაგუნდელმა მონიკა როსუმ გააკეთა.
“ძალიან სამწუხარო ფაქტია. უცნობია, თუ რამ უბიძგა ფლორიკას ასეთი საქციელისკენ. მაგრამ, თუ რუმინეთში ოლიმპიური ჩემპიონი არ ხარ, შიმშილი გელის. ყოფილ სპორტსმენებს საზოგადოებაში ინტეგრაცია და ნორმალური სამუშაოს პოვნა უჭირთ”, - გაამართლა თანაგუნდელი მონიკამ. კარიერის დასრულების შემდეგ, ყოფილი ტანმოვარჯიშე გერმანიაში გადასახლდა, სადაც ფიტნესინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა. თუმცა, ფიტნესინსტრუქტორობით ფინანსური მოთხოვნილებები ვერ დაიკმაყოფილა და ერთ-ერთ პორნოსაიტზე ფსევდონიმ “ინათი” დარეგისტრირდა, საკუთარ ღირსებებად კი, ვნებიანი კოცნა და ალერსიანი მოფერება მიუთითა.