სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

19:21 | 16.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუმინელები მსაჯობით უკმაყოფილოები არიან

რუმინელები “როლან გაროსის” 2014 წლის ქალ ჩოგბურთელთა ტურნირის ფინალის მსაჯობით უკმაყოფილოები არიან. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ასპარეზობის მომავალი გამარჯვებული მარია შარაპოვა (რუსეთი) და რუმინელი სიმონა ჰალეპი დაუპირისპირდნენ.

უკმაყოფილების შესახებ განცხადება რუმინეთის ჩოგბურთის ფედერაციამ გააკეთა.

“შარაპოვა ხშირად წელავდა მოწოდებისთვის განკუთვნილ დროს, რისთვისაც გაფრთხილებას იმსახურებდა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა მაინც თავი შეიკავა და არ გააფრთხილა. არბიტრი სხვაგვარად რომ მოქცეულიყო და რუსი ჩოგბურთელი გაეფრთხილებინა, შესაძლოა შედეგი სულ სხვა ყოფილიყო”, - აცხადებენ დამარცხებული ჰალეპის თანამემამულენი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114784