ფეხბურთი

18:20 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "მიულერმა წინასწარ უნდა გამაფრთხილოს"

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი თომას მიულერი შეიძლება მანჩესტერ "იუნაიტედში" გადავიდეს.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მედიამაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "მანჩესტერის" მწვრთნელის პოსტზე ვან გაალის დანიშვნის შემთხვევაში ჰოლანდიელი თომას მიულერს "ოლდ ტრაფორდზე" წაიყვანდა.

გერმანული გამოცემისვე თანახმად, "მანჩესტერი" მზადაა მიულერში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. გავრცელებულ ჭორთან დაკავშირებით "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ Bild-ს უთხრა: "იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი "ბაიერნში" თავს არაკომფორტულად გრძნობს და წასვლას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა შემოვიდეს ჩემთან კაბინეტში და დამელაპარაკოს."

ტომას მიულერს "ჰამბურგთან" მატჩის შემდეგ ჰკითხეს ინგლისში გადასვლას აპირებდა თუ არა, მან კი განაცხადა, რომ ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს.

24 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა და თავი 15-ჯერ გამოიჩინა.

 

გიორგი ბალახაძე

0.113148