მიუნხენის “ბაიერნის” მმართველი ჯგუფის წევრმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბი თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
“მას შემდეგ, რაც “ბორუსიადან” რობერტ ლევანდოვსკი გადმოვიყვანეთ, გერმანულ პრესაში არაერთგზის დაიწერა, რომ მანჯუკიჩს დავემშვიდობებოდით. სინამდვილეში ასე არაა და ამას უახლოეს მომავალში დაინახავთ. მარიოს “ბაიერნთან” 2016 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ ახალი, უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულების თაობაზე უკვე ვესაუბრეთ მის აგენტს” – განაცხადა რუმენიგემ.