ფეხბურთი

19:54 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუისი სეზონს ,,ფულემში’’ დაასრულებს

,,ფულემის’’ კოსტარიკელმა ფეხბურთელმა ბრაიან რუისმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. ამ თემაზე ფეხბურთელი ბელგიურ პრესას ესაუბრა.

,,თუ მივიღებ შემოთავაზებას ბელგიური ან ჰოლანდიური კლუბებისგან, მათ წინადადებას აუცილებლად განვიხილავ, თუმცა ზაფხულამდე სხვაგან წასვლას გამოვრიცხავ, ამ თემაზე მხოლოდ სეზონის დასრულებისას დავფიქრდები’’.

,,მოუთმენლად ველი მუნდიალის დაწყებას, რთული სეზონი მელის ,,ფულემთან’’ ერთად. მსურს კარგ ფორმაში შევხვდე მსოფლიოს ჩემპიონატს’’ - აღნიშნა კოსტარიკელმა.

,,რაც შეეხება ბელგიურ ფეხბურთს, ბელგიის ჩემპიონატთან სასიამოვნო მოგონებები  მაკავშირებს, იქ უამრავი  მეგობარი მყავს’’ - განაცხადა რუისმა.

გავრცელებული ინფორმაციით რუისის გადაბირების სურვილი აქვთ ბელგიურ და ჰოლანდიურ გრანდებს, სახელდებიან .,,ანდერლეხტი’’ და ,,პსვ’’. ,,ანდერლხტს’’ რუიზის აყვანა არენდის წესით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს, ხოლო ,,პსვ’’-ს სპორტულმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

,,ჩვენ ვესაუბრეთ რუისს, მაგრამ მას ამ ეტაპზე ლონდონში დარჩენა სურს, მისი ჩვენს გუნდში ჩარიცხვა ვერ მოხერხდა" - აღნიშნა ბრანდსმა.

რუისი ,,ფულემში’’ გადასვლამდე სწორედ ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატებში ასპარეზობდა, ,,გენტისა’’ და ,,ტვენტეს’’ ღირსებას იცავდა, ხოლო შემდეგ იგი მარტინ იოლმა შენიშნა და თავის კლუბში მიიწვია.

დიმიტრი შარიქაძე

0.121182